Home » ჩვენს შესახებ » ბურკჰარდ შუხმანი

ბურკჰარდ შუხმანი

ბურკჰარდ შუხმანი
assets/images/Mitarbeiter/Burkhard-neu.jpgბურკჰარდ შუხმანი

ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

ალბათ უფრო დამთხვევა იყო ის ფაქტი, როდესაც მე 2006 წელს ბერლინში ერთ-ერთი კონფერენციის დროს ჩემმა კოლეგებმა საქართველოზე გამამახვილებინეს ყურადღება. როცა რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, მე, რკინიგზის სამრეწველო მენეჯერმა, არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის პირველყოფილ სილამაზეზე. ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, რა სწრაფად დამყარდა მჭიდრო კონტაქტი ჩემს, ამ ქვეყანასა და მის ხალხს შორის. აღფრთოვანებისა და ჩემს მიმართ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობით შეგულიანებულმა თავი ამოვყავი ღვინის სამყაროში, რომელსაც ათასწლეულებია რაც აქ დაუდვია ბინა.

მისი ხარისხით ტყვექმნილს გამიჩნდა სურვილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გამეტანა როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქვევრის, ისე დასავლური სტანდარტების მიხედვით წარმოებული ღვინის სახელი. ამ ოცნების სისრულეში მოსაყვანად საჭირო იყო მოტივირებული გუნდი. არც ეს გამოვიდოდა, ამ პროექტის ერთიანი სული გიორგი დაქიშვილი (მეღვინე-ტექნოლოგი) გუნდის ნაწილი რომ არ გამხდარიყო. ის უკვე მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელიც ამ პროფესიას დაეუფლა. საბავშვო ბაღის ასაკიდან ღვინის დაყენების ხელოვნებას ზიარებულმა, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მიღებული განათლებითა და გამოცდილებით, შეიძინა კომპეტენცია, რომელიც უდავოდ აუცილებელი იყო ამ პროექტის განსახორციელებლად. ის ჩვენი ფირმის საყრდენი დედაბოძია და ჩვენც, მხოლოდ მასთან ერთად ძალგვიძს საუკეთესო ღვინის დაყენება.

ამასთანავე, მინდოდა ჩემდამი ამ ხნის მანძილზე გამოჩენილი თანადგომისა და მეგობრობის საპასუხოდ ამ ქვეყნისადმი მცირედი მადლიერება მაინც გამომეჩინა. სწორედ ამიტომ ცდილობს "შუხმანის ღვინოები" თავისი წვლილი შეიტანოს საწარმოთა მფლობელების კვალიფიკაციის ამაღლების სამწლიანი პროექტისა და მეღვინეობის დარგში საქართველოში პროფესიული განათლების დუალური სისტემის განვითარებაში. გვესტუმრეთ საქართველოში და შეიქმენით საკუთარი წარმოდგენა ამ ქვეყანაზე ან ჯერ უბრალოდ ჩვენი ღვინო დააგემოვნეთ. ღვინო იმ ქვეყნიდან, სადაც მოგზაურს ერთ ჭიქას მისალმების ნიშნად ყოველთვის სთავაზობენ ყოველგვარი ენობრივი ბარიერის გარეშე.

თქვენი
ბურკჰარდ შუხმანი

0

1
1