Home » ჩვენს შესახებ » შუხმანის ღვინოები

ღვინოები საქართველოდან – ყველაფერი შუხმანის ღვინოების შესახებ

შუხმანის ღვინოები

საქართველო - ცვალებადი ხასიათის ქვეყანა

საქართველო, თავისი მრავალფეროვანი გეოგრაფიითა და არამდგრადი ისტორიით გამორჩეული მხარე, ევრაზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს გახლავთ ქვეყანა, რომელიც ველური ბუნების დაცვის მსოფლო ფონდის(World Wide Fund For Nature (WWF)) მიერ დედამიწის ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი რეგიონების რიცხვშია შეყვანილი (სულ 238 რეგიონი) და, სადაც დახურული ჭალების არსებობა ენდემური, ე.ი. მხოლოდ ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი მცენარეთა და ცხოველთა გამრავლება-განვითარებას უწყობს ხელს.

 

ღვინის მოყვარულმა ბურკჰარდ შუხმანმა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს საქართველო და ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია აღმოაჩინა.მან მყისვე შეიცნო კავკასიაში დაცული ვაზის ჯიშების პოტენციალი. საფერავი, რქაწითელი, წვანე, ოჯალეში და ქისი - აი, რამდენიმე სახეობა, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ღვინოები მზადდება. მას შემდეგ, რაც მან კახეთში იმოგზაურა და სპეციალისტებთან ერთად აქაური ვენახები დაათვალიერა და შეაფასა, გაუჩნდა სურვილი არამარტო შეენარჩუნებინა ქართული ვაზის ჯიშების ხარისხი ევროპული სტანდარტების შესაბამისად "ვაზის მოშენებისა და მოვლის ტრადიციული მეთოდის" გამოყენებით, არამედ გაეუმჯობესებინა კიდეც ის.

 

ჩვენი ბროშურა 

 

 

 
6