ქვევრის ღვინო
ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ყურძნის მტევნებს ფეხით შესდგნენ და მანამდე ჭყლიტეს, სანამ ფეხქვეშ კარგად გაქნილი მასა არ მიიღეს. თითოეულ გლეხს თავისი მარანი ჰქონდა. უჩვეულო ის იყო, რომ ღვინის ჭურჭელი საერთოდ არ ჩანდა. თხუნელა სოროს თხრის დროს ამოთხრილი მიწით პატარ-პატარა გორებს რომ აკეთებს, სწორედ ასეთ გროვებს ჰგავდა მარნებში პირამდე რიგებად ჩაფლული ამფორები (ქვევრები) და ღვინოც გრილ მიწაში დუღდა.
ქართველები ათასწლეულების მანძილზე ინარჩუნებდნენ ამ ტრადიციას. ამაზე მოწმობს 1600 წელს ერთ-ერთი მოგზაურის ჩანაწერი დღიურში: "არ არსებობს სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც ამაზე უკეთესად შეექცეოდნენ ღვინოს. გლეხები სქელი ხის მორებს გულს აჭრიან და საწნახელად იყენებენ. წვენს ასხამენ მარანში, დიდ თიხის ჭურჭლებში და მიწას აყრიან."
უცხო თვალს ეგონებოდა, რომ თითქოს მევენახეები ამ ხერხით ძვირფას სასმელს მტერს უმალავდნენ. მაგრამ ეს ასე სულაც არ იყო. მათ ღვინის დაყენების ისტორიის პირველი თავის შექმნაში თავიანთი წვლილი შეჰქონდათ (შდრ.: ღვინის ისტორია).
2009 წლის აგვისტოდან ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე შეგეძლებათ თქვენ თვითონ დაწუროთ ღვინო ფეხით და თვალი მიადევნოთ, როგორ მიედინება წვენი ქვევრში.
გვესტუმრეთ!