Schuchmann Winery | ქართულმა გასტრონომიულმა ბიზნესმა შესაძლოა მსოფლიო აღიარება მოიპოვოს
17349
single,single-post,postid-17349,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

ქართულმა გასტრონომიულმა ბიზნესმა შესაძლოა მსოფლიო აღიარება მოიპოვოს

ukmaptiwsq4922v

19 Aug ქართულმა გასტრონომიულმა ბიზნესმა შესაძლოა მსოფლიო აღიარება მოიპოვოს

საქართველომ გასტრონომიულ ბიზნესშიშესაძლოა მსოფლიო აღიარება მოიპოვოს.საუბარია მიშლენის ვარსკვლავზე, რომლისმიღებასაც Schuchmann Wines-ის მიერ ერთიწლის წინ დაფუძნებული რესტორანი გეგმავს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი “კომერსანტთან” აცხადებს, რომთბილსის ძველ უბანში, ქარვასლაში, შეიქმნა ღვინისა და გასტრონომიის პროფილის რესტორანი, რომლის ჩამოყალიბების მიზანი იყო ის, რომ მოეხდინა ქართულისამზარეულოს მოდერნიზება და ადაპტაცია საერთაშორისო გასტრონომიულ სტანდარტებთან. მისი თქმით, რესტორანმა ამ ერთი წლის განმავლობაში ეს შეძლო და გაუჩნდა  რეტენზია, რომ ამ სფეროში ყველაზე მაღალი აღიარება, მიშლენის ვარსკვლავი მიიღოს. ამისთვის კომპანია შემოდგომაზე მიშლენის ვარსკვლავის მქონე მზარეულის ჩამოყვანას გეგმავს, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ქართული კერძების დამზადების ინოვაციურ მიდგომებს შეიმუშავებს.

აბრამიშვილის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დავაინტერესოთ მსოფლიო საშემფასებლო გასტრონომიაში მოღვაწე ინსტიტუტები და პერსონალიები და მივიღოთ მიშლენის ვარსკვლავი.
როგორც აბრამიშვილი აცხადებს, იმისთვის რომ რესტორანმა მიშლენის ვარსკვლავი მიიღოს, რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. პირველი – რესტორანი უნდა იყოს საავტორო, რომელშიც იქნება მოდერნიზებული ქართული სამზარეულო, საერთაშორისო გასტრონომიულ სტანდარტებთან მიახლოებული.
ასევე მნიშვნელოვანია, რესტორნის კონცეფცია ქართულ მოტივებს ეფუძნებოდეს. ბუნებრივია, გადამწყვეტია მომსახურების ხარისხიც.

 

აბრამიშვილის თქმით, საქართველოში მიშლენის ვარსკვლავი არცერთ ბარ-რესტორანს არ აქვს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც ამ აღიარებისთვის არის საჭირო.
„ჩვენი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. ერთი წლის განმავლობაში გადასხვაფერებულმა სამზარეულომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ყველაფერმა გაგვიჩინაპრეტენზია, რომ მოვიწვიოთ შესაბამისი რესტორატორული პროფილის მქონე ინსტიტუტები(მიშლენი და სხვა) და წარმოვაჩინოთ ქართული სამზარეულო თავისი ტრადიციული დაავთენტური ინგრედიეტებით. ეს კი ქართული სამზარეულოს განვითარებასა და აღიარებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”-აცხადებს აბრამიშვილი.

მიშლენის მხოლოდ ერთი ვარსკვლავის მიღებაც კი რესტორნის ელიტარულობის,სტატუსისა და შემოსავლების უეცარ ზრდას ნიშნავს. სამი ვარსკვლავის მინიჭება კიმსოფლიო კულინარიის უმაღლეს აღიარებას ნიშნავს. მთელ მსოფლიოში დღეს მხოლოდ 72 რესტორანია, რომელიც 3 ვარსკვლავს ფლობს.

მიშლენის ვარსკვლავებით დაჯილდოებული რესტორნები მიშლენის წითელ გზამკვლევში შეაქვთ.

2006 წელს, ნიუ-იორკის გზამკვლვევის გამოცემამდე, მიშლენი მხოლოდ ევროპას ფარავდა. მხოლოდ 2012 წელს გაფართოვდა აზიისკენ და გამოჩნდა იაპონური გზამკვლევები.

 

მიშლენის გზამკვლევი მუდმივად იხვეწებოდა და ნელ-ნელა კულინარიის სფეროში ეტალონად იქცა. დღეს წითელი წიგნის მოცულობა 2000 გვერდს აღემატება და 8500-მდერესტორნის აღწერას მოიცავს.