Schuchmann Winery | „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას იწყებს
17346
single,single-post,postid-17346,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას იწყებს

11349018_876213105798342_1672575388_n

03 Sep „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას იწყებს

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს პროდუქტი როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს არის კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, რომელიც საქართველოში იქნება დამზადებული და ექსპორტის და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი და აღნიშნავს, რომ ყურძნის წიპწის ზეთი ძირითადად გასტრონომიაში და კოსმეტიკაში გამოიყენება და ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყნებში გავა პროდუქცია ექსპორტზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიაში მუშაობა მიმდინარეობს.

„თავდაპირველად პროდუქტი „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ქსელში იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე, მისი გამოყენება კახეთში, შუხმანის სასტუმროსა და თბილისში, „შუხმან ვაინ ბარში“ დაიწყება. ეს ექსპერიმენტული პროექტია. ჩვენ არ ვიცით პროდუქტზე მომხმარებლის რეაქცია, რადგან ეს საკმაოდ ნიშური პროდუქტია. ამიტომ მის წარმოებას მცირე რაოდენობით დავიწყებთ და შემდეგ უკვე მოთხოვნასთან ერთად, ნელ-ნელა გავზრდით წარმოებას“, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ყურძნის წიპწის ზეთი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და ფასის მხრივ, ის საკმაოდ მაღალი კლასის სეგმენტში გადის.

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას მიმდინარე წელს დაიწყებს.