Schuchmann Winery | „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ ახალი სასტუმრო და ტურისტული სააგენტო გახსნა
17391
single,single-post,postid-17391,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

„შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ ახალი სასტუმრო და ტურისტული სააგენტო გახსნა

4k42w7pu5ntyynz

07 Sep „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ ახალი სასტუმრო და ტურისტული სააგენტო გახსნა

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ ახალი სასტუმრო გახსნა. სასტუმრომ ფუნქციონირება კახეთში, სოფელ კისისხევში, „შუხმან ვაინსის“ უკვე არსებული სასტუმროს ტერიტორიაზე დაიწყო და იქ ჯამში უკვე 20 ნომერია განთავსებული. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, სასტუმროს ტერიტორიაზე საცურაო აუზიც გაკეთდა.

„შევქმენით ტურისტული ინფრასტრუქტურა. გვაქვს გაორმაგებული სიმძლავრის სასტუმრო, რომელიც 80-დან 100%-მდე დატვირთვით მუშაობს. გახსნის დღიდანვე ძალიან კმაყოფილები ვართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონებში ტურისტული აქტიურობა უფრო მეტად არის გაზრდილი“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი და აღნიშნავს, რომ სულ მალე  ასტუმროს მომსახურებას ღვინის სპა დაემატება.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 2 წელიწადში „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ განხორციელებული ინვესტიცია 2 მილიონ დოლარს შეადგენს და ის ახალი სასტუმროს აშენებას და წარმოების გაფართოებას გულისხმობს.

ნუცა აბრამიშვილი „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ კიდევ ერთ სიახლეს, „შუხმან თრეველის“ ბაზარზე გამოჩენასაც დადებითად აფასებს, რომელიც მიმდინარე წელს დაფუძნდა და ტურისტულ სეზონს კარგად მომზადებული შეხვდა.

„ტურისტების ნაკადის მხრივ საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს. მათი მხრიდან დიდი აქტივობა შეინიშნება. ჩვენ მხოლოდ შემოყვანაზე ვმუშაობთ და ტურისტებს ძირითადად ჩვენი საქმიანობის ირვლივ არსებულ სერვისებს ვთავაზობთ. საკმაოდ ფართო სპექტრის სერვისი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ უცხოურ ტუროპერატორებთან, რათა საქართველოში უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი და ამბობს, რომ ამ სეზონზე ყველაზე მეტი აქტივობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იყო. აქტიურობდნენ პოლონელი, გერმანელი და ბრიტანელი ტურისტებიც.