Schuchmann Winery | Schuchmann Wines-ი ბალზამიკოს წარმოებას იწყებს
17482
single,single-post,postid-17482,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

Schuchmann Wines-ი ბალზამიკოს წარმოებას იწყებს

balsamic-e1514967118127-620x330

03 Jan Schuchmann Wines-ი ბალზამიკოს წარმოებას იწყებს

თბილისი (BPI) – Schuchmann Wines Georgia ბალზამიკოს წარმოებას იწყებს. როგორც BPI-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, ამ პროდუქტის საწარმოებლად დამატებითი ინვესტიციების განხორციელება საჭირო არ იქნება, რამდენადაც კომპანიას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ნედლეული გააჩნია.

როგორც ნუცა აბრამიშვილი ამბობს, “შუხმან ვაინს ჯორჯია” თავის სტუმრებს მუდმივად სთავაზობს საინტერესო პროდუქტებს თავის სტუმრებს, რომელსაც კომპანია თავადვე აწარმოებს.

კომპანია წელს 10 წლის ხდება და ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით კომპნიაში უკვე მუშაობენ საიუბილეო ღვინის შექმნა-ჩამოსხმაზე.

დაკავშირებული სურათინუცა აბრამიშვილი 2017 წელსაც აფასებს და ამბობს, რომ საინტერესო წელი იყო და ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა იმ სექტორში, რომელშიც „შუხმან ვაინს ჯორჯია“ მოღვაწეობს.

“ჩვენი ძირითადი ბიზნესი არის ღვინო, ღვინის წარმოება, სოფლის მეურნეობა, რაც შეეხება სხვა პროექტებს ეს არის გასტრონომიული და ტურისტული მიმართულება: შემომყვანი ტურისტული ოპერატორი „შუხმან თრეველის“ სახელით არის წარმოდგენილი, გასტრონომიული მიმართულება ეს არის ჩვენი თანამედროვე პრეცენდენტის დაშვება ქართულ გასტრონომიულ ბაზარზე, როგორიც არის „მოლეკულა“ – ავანგარდული სამზარეულო და შესაძლებელია დაგემოვნებულ იქნას ჩვენს ბარში „ქარვასლაში“.

მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც საქართველომ განიცადა უცხოეთის ბაზრებზე კონკრეტულად, საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარდგინება საფრანგეთის ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში, სადაც წამყვანი ადგილი და გახსნიდან რამდენიმე თვე ეკავა საქართველოს, ქართულ ღვინოს, სოფლის მეურნეობას, ქართულ ისტორიას და კულტურას. საქართველო გაიცნო მსოფლიო მომხმარებელმა, საქართველოს აქვს სათანადო ადგილი ღვინის მსოფლიო რუკაზე. 2017 წელი მარკეტინგული და ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით მსუყე იყო საქართველოსთვის, გაიზარდა ღვინის რეალიზაცია.

უნდა გამოვყოთ ჩვენი წარმატება – ჩავანაცვლეთ რუსეთის ბაზარი ჩინეთით, ყოველთვის იყო პრობლემები რუსეთის ბაზრის რისკებთან დაკავშირებით (პოლიტიკური და ვალუტის დევალვაციის), ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე დამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი. ჩვენი საექსპორტო ბაზარი უკვე დივერსიფიცირებულია და პროდუქცია 35 ქვეყანაში გაგვაქვს.

წლის განმავლობაში 1,5 მლნ-ნიანი გაყიდვა გვაქვს, აქედან მხოლოდ 15% იყიდება საქართველოში. გაყიდვები მზარდია, ყოველწლიურად მინიმუმ 10%-ით ვიზრდებით.

2017 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ISO:22 000 ხარისხის სერტიფიკატის მიღება. ჩვენი შატო არის მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი, ჩვენი სტუმრების 90-% არის უცხოელი, როდესაც ისინი იგებენ რომ ეს არის გერმანული სახელი ნდობა მაინც უფრო მეტია და ამიტომ გამუდმებით ახალ-ახალ სერვისს, ახალ გემოებს ვნერგავთ. ჩვენ ვქმნით საქმეს რომელიც აბედნიერებს და რომელიც გემოებსა და გრძნობებზეა დაყრდნობილი”, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი.