Schuchmann Winery | SCHUCHMANN WINES GEORGIA ქართული ძმრის და ბალზამიკოს წარმოებას გეგმავს
17510
single,single-post,postid-17510,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

SCHUCHMANN WINES GEORGIA ქართული ძმრის და ბალზამიკოს წარმოებას გეგმავს

5b325a66298f5

29 Jun SCHUCHMANN WINES GEORGIA ქართული ძმრის და ბალზამიკოს წარმოებას გეგმავს

კომპანია Schuchmann Wines Georgia ქართული ძმრის და ბალზამიკოს წარმოებას გეგმავს, – ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიაში პროდუქციის საწარმოო პროცესია, მომხმარებლის ხელში კი ეს პროდუქტები მომავალი წლიდან მოხვდება.

ამჟამად კომპანია 15-ზე მეტი დასახელების ვაზის ჯიშისგან წარმოებულ პროდუქციას, კერძოდ: ღვინოს, ჭაჭას და ცქრიალა ღვინოს ამზადებს. კომპანიამ ამ კვირაში გამოუშვა, სრულიად ახალი ხაზის – კოსმეტიკური პროდუქციაც, კერძოდ ყურძნის წიპწის ზეთი და სკრაბი. კომპანიაში 2008 წლიდან დღემდე 12 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული, რომელიც გერმანელმა მეცენატმა ბურკჰარდ შუხმანმა განახორციელა. ის კომპანიის დამფუძნებელია. ინვესტიცია ღვინის წარმოებისა და სასტუმროს, ასევე ტურისტული მიმართულების განვითარებას მოხმარდა, რომელიც თელავში, სოფელ კისისხევში მდებარეობს.

“2015 წელს, ბატონ ბურკჰარდ შუხმანს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება და საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისად მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეგვხებია, რადგან მასზე არანაირი შეზღუდვა და მორატორიუმი არ ვრცელდება. ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ ვენახებს, ამჟამად Schuchmann Wines Georgia კახეთში, სხვადასხვა მიკროზონაში 120 ჰექტარ ვენახს ფლობს”, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

Schuchmann Wines Georgia წელიწადში 1,5 მილიონ ბოთლ პროდუქციას ამზადებს, რომლის 90% ექსპორტზე 20 ქვეყანაში, ხოლო 10% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ავტორი: მაია ბიწაძე