Schuchmann Winery | „შუხმან ვაინსმა“ ტურისტული საქმიანობა დაიწყო
17372
single,single-post,postid-17372,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

„შუხმან ვაინსმა“ ტურისტული საქმიანობა დაიწყო

11349018_876213105798342_1672575388_n

09 Jun „შუხმან ვაინსმა“ ტურისტული საქმიანობა დაიწყო

კომპანია „შუხმან ვაინსმა“ მეღვინეობის, მევენახეობის და ტურისტული ბიზნესის პარალელურად, ახალი ტურისტული საქმიანობა დაიწყო. ახალი ტურისტული მიმართულება ბაზარზე „შუხმან თრეველის“ სახელით იქნება წარმოდგენილი და, ძირითადად, ტურისტების შემოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

„ჩვენ მსოფლიო წამყვანი ტურ ოპერატორების ოფიციალური პარტნიორები და წარმომადგენლები გავხდით რეგიონში. ჩვენი მიზანია ქვეყანაში ტურისტების შემოყვანა და ქართული ტურისტული პოტენციალის ექსპორტი, ისეთ ბაზრებზე, სადაც საქართველო როგორც ტურისტული დესტინაცია ეგზოტიკური და საინტერესოა. ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდით შესაბამისი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენი მიზანია საქართველოს პრიორიტეტული დარგის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და უცხოურ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული დესტინაციის პოპულარიზაცია“, – აცხადებს „შუხმან ვაინსის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი.

მისივე თქმით, კომპანიაში ღვინისა და გასტრონიმიის ტურისტული პაკეტები შექმნეს, რომლებიც მათ ძირითად მიმართულებას მოიცავს და ღვინისა და გასტრონომიულ ტურიზმზეა ორიენტირებული.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ნიშურ პროდუქტზე, როგორიც არის „ღვინო და გასტრონომია“. ასევე სხვა საინტერესო ტურისტულ მიმართულებებზე. დაინტერესება დიდია, საქართველოს, ამ მიმართულებით, დიდი პოტენციალი გააჩნია“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.