Schuchmann Winery | „შუხმან ვაინს ჯორჯია“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე პროდუქციას სექტემბერში გაიტანს
17352
single,single-post,postid-17352,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე პროდუქციას სექტემბერში გაიტანს

yivvap6sjym432h

22 Jul „შუხმან ვაინს ჯორჯია“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე პროდუქციას სექტემბერში გაიტანს

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანი ბაზრების დივერსიფიკაციაა.

„ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტი ბრიტანეთში შესვლაა. ეს ძალიან დივერსიფიცირებული და რთული ბაზარია. მსოფლიოში ყველა ღვინის მწარმოებლის მიზანი და სურვილია, იქ იყვნენ წარმოდგენილები. შესაბამისად, იქ უხვად არის წარმოდგენილი მსოფლიო ღვინოები. ქართული ღვინის გაყიდვა ბრიტანეთში მცირეა. შესაბამისად, აზიისა და ამერიკის პარალელურად, ეს ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ასათვისებლად“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი და ვარაუდობს, რომ „შუხმან ვაინსის“ პროდუქციის წარმომადგენლობითი რაოდენობა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე სექტემბრიდან გავა.

„ეს, ფაქტობრივად, პირველი ქართული ღვინო იქნება, რომელიც ასე მასშტაბურად შევა და გაიყიდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე“, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

„შუხმან ვაინს ჯორჯია” 2010 წელს თელავის რაიონის სოფელ კისისხევში დაარსდა. მისი დამფუძნებელი გერმანელი ბიზნესმენი ბურკჰარდ შუხმანია. კომპანია პროდუქციას 15-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. შუხმანის ღვინოები ევროპის, აზიისა და აშშ-ს ბაზრებზეა წარმოდგენილი.