Schuchmann Winery | SCHUCHMANN WINES GEORGIA-მ ღვინის კოსმეტიკური ხაზის წარმოება დაიწყო
17507
single,single-post,postid-17507,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

SCHUCHMANN WINES GEORGIA-მ ღვინის კოსმეტიკური ხაზის წარმოება დაიწყო

27 Jun SCHUCHMANN WINES GEORGIA-მ ღვინის კოსმეტიკური ხაზის წარმოება დაიწყო

კომპანია ,, Schuchmann Wines Georgia“ -მ ღვინის კოსმეტიკური ხაზის წარმოება დაიწყო, კერძოდ კომპანიამ ყურძნის წიპწის ზეთი და სკრაბი დაამზადა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწისგან მიიღო. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა. პროდუქტები ამ ეტაპზე მხოლოდ კახეთში, კომპანიის სასტუმროში, Schuchmann Wines Chateau & SPA-ში იყიდება, რომელიც სოფელ კისისხევშია.

,, კომპანიამ ორი ახალი პროდუქტი, ყურძნის წიპწის კოსმეტიკური ზეთი და სკრაბი, საფერავის ჯიშის ყურძნის წიპწისგან ცივი გამოპრესვით მიიღო. ეს 100%-ით ნატურალური პროდუქტია და ამ ეტაპზე კახეთში, ჩვენს სპაცენტრში იყიდება, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ სხვაგანაც გავყიდოთ. კომპანიამ უკვე ორი წელია სასტუმროში მოსულ სტუმრებს ღვინის სპა პროცედურებს სთავაზობს, ამ პროდუქტების შექმნის იდეაც აქედან დაიბადა. გვინდოდა სტუმრებისთის სიახლე შეგვეთავაზებინა. პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც სახისა და სხეულის კანის მოვლისთვის უნიკალური საშუალებაა“ – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

ყურძნის წიპწის ზეთი 50 მილიგრამიანი შეფუთვით გამოდის და 45 ლარი ღირს, ხოლო სკრაბი 200 გრამიანი შეფუთვით და მისი გასაყიდი ფასი 25 ლარია. კომპანიამ კოსმეტიკური ხაზის დამზადებისთვის, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო, კადრები კი გერმანიაში გადაამზადა.