Schuchmann Winery | „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ბორდოში გახნილ გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”
17470
single,single-post,postid-17470,single-format-standard,ajax_updown_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-7.6.2,wpb-js-composer js-comp-ver-4.6.2,vc_responsive

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ ბორდოში გახნილ გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”

12 Sep „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ბორდოში გახნილ გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გახსნილი გამოფენის, „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”, ერთ-ერთი მონაწილეა. კომპანიის გენერალური დირექტორის, ნუცა აბრამიშვილის თქმით, ეს მათი პრესტიჟი და ზოგადად, ევროპაში ქართული ღვინის ექსპორტირების ზრდის პერსპექტივაა. ამბობს, რომ თითოეული ასეთი  ღონისძიება ქვეყნისთვის მეტ პოტენციურ ტურისტს, მეტ ინვესტორსა და ექსპორტირებულ პროდუქციას ნიშნავს.

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, რომელიც 2006 წელს გერმანელმა ბიზნესმენმა ბურხარდ შუხმანმა დააარსა. დღეს კომპანია აწარმოებს ორი ტიპის ღვინოს – ევროპულსა და ქართული ტრადიციული წესით დამზადებულ, ქვევრის ღვინოს. კომპანია ფლობს ვენახებს კისისხევში, ნაფარეულსა და შილდაში (100 ჰექტარი). მათთვის, ასევე  მნიშვნელოვანი სექტორია სოფლის მეურნეობა და ღვინის ტურიზმი.

ნუცა აბრამიშვილი : „შუხმან ვაინსი”, როგორც წამყვანი ღვინის ბუტიკური ტიპის წარმოება, წარმოდგენილია ბორდოს ღვინის მუზეუმში. კრიტერიუმები ძალიან მკაცრი, ამავდროულად მარტივია – იქ უნდა წარდგეს საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქართული ღვინო, მათ შორის ქვევრის ღვინო. ჩვენ კი ერთ-ერთი უმსხვილესი ქვევრის ღვინის მწარმოებლები ვართ. „შუხმან ვაინსის” ქვევრის ღვინის ბრენდი, „ვინოტერა“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, საკმაოდ პოპულარულია. საქართველოს, როგორც ქვევრის ღვინის პოზიციონირების კუთხით ბორდოში, ჩვენი ბრენდიც აქტიურად წარმოადგენს.

 M: რას ნიშნავს თქვენი კომპანიისთვის ამ გამოფენაშიმონაწილეობა?

იყო წარმოდგენილი ბორდოს ღვინის მუზეუმში, სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების გვერდით ეს არის პრესტიჟი, სიამაყე და ქართული ღვინის მეტი ექსპორტირების პერსპექტივა. ასევე, საქართველოს, როგორც ქვეყნის აღიარება და დაფასება. აღიარება, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის სამშობლოსი.

M: ეს გამოფენა და ზოგადად, მსგავსი ღონისძიებები რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვისდარგისგანვითარებისა და ქვეყნისთვის?

მსგავსი აქტივობები ნიშნავს მეტ პოტენციურ ტურისტს საქართველოში, მეტ ინვესტორსა და მეტ ექსპორტირებულ პროდუქციას. რაც ყველაზე მთავარია, ზრდის კონკურენციას. ეს კი დამატებითი მოტივაციაა, იყო საუკეთესო.